გამოძახება
დიაგნოსტიკა
უფასოდ

ხელოსნის გამოძახება
09:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე
ყოველდღე

555-618-555

შეკეთება
იმ დღესვე

დარეკვისთვის დააჭირეთ ღილაკს

Hyundai (ჰუნდაი) სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და გაუმართაობის ნიშნები

სარეცხი მანქანის პრობლემები და მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და სიმბოლოები და მათი გაშიფრვა.

თუ თქვენი აპარატი ეკრანზე აჩვენებს რომელიმე ამ სიმბოლოს და გჭირდებათ გამოცდილი და საიმედო ჰუნდაის სარეცხი მანქანის ხელოსანი, ჩვენი ჯგუფი მზად არის დაგეხმაროთ. დაგვიკავშირდით ნომერზე 555-618-555 და კვალიფიციური ხელოსანი ბინაზე მოგაკითხავთ თბილისსა და მის შემოგარენში.

სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და სიმბოლოები

Hyundai - ჰუნდაის შეცდომის კოდების ცხრილი

შეცდომის კოდი მიზეზი / აღწერა შესაძლო მიზეზი / გადაწყვეტა
E02 / E1 არ ასხამს წყალს შეამოწმეთ, ღიაა თუ არა ონკანი? არის თუ არა წყალი სისტემაში? ხომ არ არის დაბლოკილი წყლის მიმწოდებელი შლანგი და ხომ არ არის გაჭედილი ფილტრი. შეამოწმეთ წყლის წნევა, შესაძლოა ის ძალიან დაბალი იყოს. შეამოწმეთ წყლის დონის სენსორი.
E03 / E4 წყლის გადაღვრის პრობლემა გაასუფთავეთ ტუმბოს (პომპის) ფილტრი. დარწმუნდით, რომ გადამღვრელი შლანგი არ არის მოღუნული, გადაგრეხილი ან მიჭეჭყილი. შეამოწმეთ წყლის დონის სენსორი.
U4 / E2 კარის ბლოკირების პრობლემა / კარი ბოლომდე არ არის დახურული ხელახლა დახურეთ კარი და დააჭირეთ ღილაკს «Start/Pause» პროგრამის თავიდან გასაშვებად. შეამოწმეთ, ხომ არ არის ჩაყოლებული სარეცხი. გაფუჭებულია კარის საკეტი, საჭიროებს შეცვლას.
H / E7 მომატებული ტემპერატურა / მაღალი ტემპერატურა დოლაბში დააჭირეთ ღილაკს «Start/Pause», რათა შეაჩეროთ რეცხვა. დაიცადეთ რამდენიმე წუთი. როდესაც ტემპერატურა დოლაბში უსაფრთხო ნიშნულამდე დაეცემა და კოდი ეკრანიდან გაქრება, ისევ დააჭირეთ ღილაკს «Start/Pause». შეცვალეთ ტემპერატურის სენსორი.
EX / E_ სხვა შეცდომები / სხვა მიზეზები გადაატრიალეთ რეცხვის რეჟიმების გადამრთველი «OFF» (გამორთულ) პოზიციაზე. გამორთეთ კვების კაბელი დენის წყაროდან და დაუკავშირდით სერვის ცენტრს. გადატვირთეთ მოწყობილობა; თუ პრობლემა არ მოგვარდა, მიმართეთ სერვის ცენტრს.
E3 პრობლემები ძრავთან სარეცხის წონა აღემატება 10 კგ-ს. აუცილებელია კომპიუტერული პლატის შემოწმება. ძრავის გასაგრილებლად საჭიროა რეცხვებს შორის შესვენებების გაკეთება.
E5 წყლის გადავსება შეამოწმეთ წყლის დონის სენსორი. შეცვალეთ შემშვები სარქველი (კლაპანი).
E6 გამაცხელებელი ელემენტის (ტენის) გაუმართაობა აუცილებელია გამაცხელებელი ელემენტის (ტენის) შეცვლა.