გამოძახება
დიაგნოსტიკა
უფასოდ
ხელოსნის გამოძახება
09:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე
ყოველდღე
შეკეთება
იმ დღესვე
დარეკვისთვის დააჭირეთ ღილაკს
ARDESTO (არდესტო) სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და გაუმართაობის ნიშნები
ARDESTO სარეცხი მანქანის პრობლემები და მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
ARDESTO სარეცხი მანქანის შეცდომის კოდები და სიმბოლოები და მათი გაშიფრვა.
თუ თქვენი აპარატი ეკრანზე აჩვენებს რომელიმე ამ სიმბოლოს ან გაუმართაობას და გჭირდებათ გამოცდილი და საიმედო არდესტო სარეცხი მანქანის ხელოსანი, ჩვენი ჯგუფი მზად არის დაგეხმაროთ. დაგვიკავშირდით ნომერზე 555-618-555 და კვალიფიციური ხელოსანი ბინაზე მოგაკითხავთ თბილისსა და მის შემოგარენში.
ARDESTO (არდესტო) შეცდომის კოდები, მიზეზები და მოგვარების გზები
| კოდი | პრობლემა | სავარაუდო მიზეზი | გადაჭრის გზა |
|---|---|---|---|
| E01 | წყლით ავსებას იმაზე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე საჭიროა. | 1. წყლის ონკანი დაკეტილია. 2. დამცლელი შლანგი დაბლა არის დაშვებული. 3. წყლის შემშვები სარქველი დაზიანებულია. |
1. გააღეთ წყლის ონკანი. 2. შეაერთეთ/გაასწორეთ შლანგი სწორად. 3. შეცვალეთ წყლის შემშვები სარქველი. |
| E02 | კარის საკეტის / ბლოკირების შეცდომა. | 1. კარი კარგად არ არის დაკეტილი. 2. ტანსაცმელი მოყვა კარსა და რეზინს შორის. 3. კარის საკეტი (ბლოკირება) დაზიანებულია. |
1. კარგად მიხურეთ კარი. 2. ტანსაცმელი სრულად მოათავსეთ დოლურაში. 3. შეცვალეთ კარის საკეტი. |
| E03 | წყლის დაცლას/გადაღვრას იმაზე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე საჭიროა. | 1. დამცლელი შლანგი მოკეცილი ან მიჭყლეტილია. 2. დამცლელი ტუმბოს (პომპის) ფილტრი გაჭედილია. 3. საკანალიზაციო მილი/სისტემა გაჭედილია. |
1. შეამოწმეთ დამცლელი შლანგი. 2. გაწმინდეთ პომპის ფილტრი. 3. შეამოწმეთ და გაწმინდეთ საკანალიზაციო სისტემა. |
| E04 | წყალი ჟონავს / წყლის სენსორი არასწორად მუშაობს. | 1. წყლის შემშვები სარქველი დაზიანებულია. 2. წყლის სენსორსა და სადენს შორის კონტაქტი არამყარია. 3. წყლის სენსორი (პრესოსტატი) დაზიანებულია. |
1. შეცვალეთ წყლის შემშვები სარქველი. 2. შეამოწმეთ სადენების კავშირი. 3. შეცვალეთ წყლის სენსორი. |
| E05 | ძრავი (მოტორი) არ მუშაობს. | 1. სადენებსა და ძრავს შორის კონტაქტი არამყარია. 2. ჩაირთო ძრავის გადახურებისგან დაცვის სისტემა. 3. თავად ძრავი დაზიანებულია. |
1. შეამოწმეთ სადენების კავშირი. 2. შეამოწმეთ ხომ არ არის მანქანა გადატვირთული. გამორთეთ და სცადეთ მოგვიანებით, როცა ძრავი გაცივდება. 3. შეცვალეთ ძრავი. |
| E06 | გამაცხელებლის (ტენის) გაუმართაობა. | 1. სადენებსა და გამაცხელებელს შორის კონტაქტი არამყარია. 2. გამაცხელებელი დაზიანებულია. |
1. შეამოწმეთ სადენების კავშირი. 2. შეცვალეთ გამაცხელებელი (ტენი). |
| E07 | ტემპერატურის სენსორის (თერმისტორის) გაუმართაობა. | 1. სადენებსა და სენსორს შორის კონტაქტი არამყარია. 2. ტემპერატურის სენსორი დაზიანებულია. |
1. შეამოწმეთ სადენების კავშირი. 2. შეცვალეთ ტემპერატურის სენსორი. |
დამატებითი ასოითი შეცდომის კოდები (UE, DE, EE, FE, LE, CE)
| კოდი | გაუმართაობის აღწერა |
|---|---|
| UE |
გაწურვის დროს: მანქანის ინსტალაციის პრობლემა (მაგ: სატრანსპორტო ჭანჭიკები არ არის მოხსნილი, ფეხები არ არის დარეგულირებული და მანქანა გადახრილია). წყლის მიწოდების დროს: წყლის მიწოდების პრობლემა. წყლის გადაღვრის დროს: წყლის დაცლის პრობლემა. |
| DE | კარის (ბლოკირების) შეცდომა. კარი კარგად არ არის დაკეტილი. |
| EE | წყლის გაცხელებასთან დაკავშირებული პრობლემა (მაგ: დაზიანებულია ტენი). |
| FE | წყლის მიწოდების პრობლემა რეცხვის დროს (შესაძლოა ავზი წყლით გადაივსო). |
| LE | სარეცხი მანქანის დოლურა არ ტრიალებს. |
| CE | სარეცხი მანქანის დოლურა არ ტრიალებს. |